bolg.ge წარმოადგენს მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალის ონლაინ (ინტერნეტ) ვერსიას. საიტზე ქვეყნდება სტატიები ისეთ თემებზე, რომლებიც პირველ რიგში საინტერესოა მამაკაცებისთვის, თუმცა არანაირ გენდერულ შეზღუდვას bolg.ge არ აწესებს და მისი წაკითხვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
საიტზე არასდროს გამოქვეყნდება პორნოგრაფიის, აშკარა უხამსობის, ძალადობის და სხვა მსგავსი შინაარსის შემცველი ფოტო, ვიდეო და ტექსტური მასალა. საიტის სტატიები არ ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკა და რელიგია. თუმცა საიტზე შესაძლებელია განთავსდეს სტატიები ცნობილი პოლიტიკურ ან რელიგიურ მოღვაწეებზე.
საიტზე ნავიგაციის გაადვილების მიზნით სტატიები დაყოფილია რუბრიკებად და/ან დაჯგუფებულია ტეგების მხედვით.
bolg.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიები წარმოადგენს bolg.ge-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
სტატიების გამოყენება პირადი მიზნებისთვის შეუზღუდავი და უფასოა.
სტატიების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება ნებისმიერი სახის საინფორმაციო საშუალებებში (ბეჭდვითი, სატელევიზიო, რადიო და/ან ინტერნეტ მედიაში) შეუზღუდავი და უფასოა მხოლოდ სტატიის წყაროს მითითებით (ინტერნეტ მედიაში აუცილებლად ბმულის მითითებით).
სტატიების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება ნებისმიერი სახის საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
საფასურის დადგენა ხდება ინდივიდუალურად რედაქციასთან მოლაპარაკების საფუძველზე.

