ქალის თვალით დანახული მამაკაცი

სექსუალური მამაკაციყველა მამაკაცს აინტერესებს მისი სხეულის რომელ ნაწილს თვლიან ყველაზე სექსუალურად სუსტი სქესის წარმომადგენლები. ყველა მამაკაცს აინტერესებს რას აქცევენ ქალები ყურადღებას პირველ რიგში. ან სხვაგვარად რომ ვთქვათ – რაში გამოიხატება მამაკაცის სექსუალურობა? ამ საკითხზე ბევრ ფიქრს ნაკლები აზრი აქვს. ავდგეთ და გავიგოთ პირდაპირ ქალების აზრი. მსოფლიოში მრავალი კვლევა და გამოკითხვა ჩატარებულა ამ საკითხის დასადგენად და დღეს სწორედ მათ შედეგებს გაგაცნობთ.

10 ადგილი – მკვეთრად გამოხატული მხრები.

ქალებს მოსწონთ ნავარჯიშები დელტოიდური კუნთები – მათი აზრით ეს ფიზიკური ძალის ნიშანია. ზოგიერთი მანდილოსანი აღიგზნება, როდესაც მამაკაცი მხრებს ამოძრავებს და იგი ამჩნევს თუ როგორ გამოიკვეთება კუნთები მამაკაცის სხეულზე. ქალებს მოსწონთ მამაკაცის მხრებზე შეხება, ამიტომაც ისინი ხშირად ამ ადგილის მასაჟს უკეთებენ თავის რჩეულს.

9 ადგილი – ათლეტური მკერდი.

როგორც მამაკაცები, ასევე ქალები უმზერენ საწინააღმდეგო სქესის ინდივიდების მკერდს. მამაკაცებს ნაკლებად აღელვებთ ქალის მკერდი სილიკონის ნამზადია, თუ დედა ბუნება გაისარჯა. ასევე ქალებიც არ ინტერესდებიან მამაკაცის მკერდის წარმოშობით – ანაბოლიკური დაბერვაა, მძიმე ვარჯიშების შედეგი, თუ მემკვიდრეობითი საჩუქარი – მთავარია მამაკაცის მკერდს ჰქონდეს თვალისთვის სასიამოვნო ფორმა! ქალების უმეტესობა აღიარებს, რომ არ სურთ მამაკაცის გაშიშვლების შემდეგ ხელთ შერჩეთ უნისექსი ჩამოწოწილი კერტებით. იდეალური მკერდი – ქალის სექსუალური ფანტაზიის განუყრელი ნაწილია.

8 ადგილი – დაბურთული ბიცეპსი.

ბიცეპსი თავისთავად არ იზრდება. როდესაც ქალი ხედავს მამაკაცის ძლიერ ხელებს, კუნთების მკვეთრად გამოხატულ ფორმებს, იგი ხვდება, რომ მამაკაცი ზრუნავს საკუთრ სხეულზე. ხედავს, რომ ამ მამაკაცისთვის სულ ერთი არაა თუ როგორ გამოიყურება. ასეთი მამაკაცის ხელები ყოველთვის მზადაა „უმწეო ქალის“ დასახმარებლად. ქალს ჭკუა ეკეტება, როდესაც სექსის დროს მას მსუბუქად აიტაცებენ და ახალ პოზაში „დაანარცხებენ“.

7 ადგილი – ვნებიანი ტუჩები.

როგორც გაირკვა, არა მარტო კაცებს მოსწონთ ქალის ამობურცული ტუჩების ამბორი. ქალებიც გონებას ჰკარგავენ მამაკაცის გრძნობით აღსავსე პირზე. გამოკითხვისას ერთ-ერთმა გოგონამ აღიარა: „კოცნის დროს მანამ ვკბენ მის ტუჩებს, სანამ არ გაუსივდება და შემდეგ მხსნელად ყინულის ნაჭერი გვევლინება.“ მამაკაცის სხეული

6 ადგილი – ენა.

ამ შედეგმა შეიძლება გაგაოცოთ, მაგრამ ორი სიტყვით რეალობა ამგვარია: ქალები აფასებენ ენას, როგორც კიდევ ერთ სექუალურ ასოს, რომელიც გამოჰყოფს ნერწყვს. ზოგიერთ ქალს მოსწონს, როდესაც მას ენით პლომბებს უღებენ. თუმცა ქალების უმეტესობა გონებას ჰკარგავს, როდესაც … (მიხვდით ალბათ რაც იგულისხმება).

5 ადგილი – მოვლილი ხელის მტევნები.

„პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ მამაკაცის ხელის მტევნებს. თუ ისინი სუფთა და მოვლილია, შესაძლოა მისი სასთუმალი გავიზიარო. თუ მზრუნველობის კვალი არ ეტყობათ, ასეთი კაცი მხოლოდ სანტექნიკოსად, ან ავტომობილის ხელოსნად გამოდგება“. ქალები დარდობენ საკუთარი ნეილონის წინდების და სათუთი ორგანოების უსაფრთხოებაზე. მოუვლელი თითებით მათი დაზიანება მეტად ადვილია.

4 ადგილი – ვიწრო თეძოები.

ფართო მხრები და ვიწრო თეძოები – ასეთია მამაკაცის იდეალური სხეულის მოკლე აღწერა. ათადან და ბაბადან ითვლება, რომ ქალის თეძოები მამაკაცისაზე ბევრად განიერი უნდა იყოს. ქალებს გარკვეულწილად შურთ მამაკაცის ვიწრო თეძოების და იმავდროულად მოსწონთ სექსის დროს მათზე ფეხების შემოჭდობა.

3 ადგილი – ფოლადის პრესი.

ოჰ, როგორ უყვართ ქალებს რელიეფური პრესის მზერა და მოფერება! სასურველი ფორმის მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ ნამდვილად ღირს. ქალებს არ იზიდავთ მამაკაცის ყველაზე „დაფარულ“ ადგილებამდე მისაღწევად დონდლო ღიპუცის გავლის პერსპექტივა. ამას გარდა ნავარჯიშები მუცელი ქვეცნობიერად ჯანმრთელ, ლამაზ და მოვლილ პენისთან ასოცირდება.

2 ადგილი – მოვლილი პენისი.

იფიქრეთ, რომ იგი პირველობას არავის დაუთმობდა? მამაკაცის სიამაყე მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. აი რა გაირკვა ქალების პასუხებიდან: „გაჩეხეთ“ ტყე, ამის შემდეგ პენისი უფრო ახალგაზრდა, მსუქანი და გრძელი გამოჩნდება. (გაჩეხვის დროს არ დაგავიწყდეთ ზომიერება და სიფრთხილე).
კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • მისი და დანარჩენის სხეულის ფერი უნდა იყოს ერთნაირი;
  • არ უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული სისხლძარღვები;
  • არ უნდა იყოს ძალიან პატარა;
  • არ უნდა იყოს ძალიან დიდი;
  • უნდა იყოს მსუქანი;
  • უნდა ჰქონდეს გემრიელი არომატი.

1 ადგილი – უკანალი.

არ გჯერათ? ჩაატარეთ დამოუკიდებელი კვლევა. ქალების უმეტესობას ყველაზე სექსუალურ ორგანოდ მამაკაცის საჯდომი მიაჩნია. მათ მოსწონთ მისი ყურება, ფერება, კბენა და ა.შ.  

VN:F [1.9.17_1161]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
ქალის თვალით დანახული მამაკაცი, 10.0 out of 10 based on 1 rating