როგორც წესი, ქართველ მამაკაცებს უმრავლესობას საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება აქვთ ჩანთების მიმართ. არადა ჩანთა 21-ე საუკუნის მამაკაცის მოდის ერთ-ერთი აუცილებელი აქსესუარია. ქართველ მამრებს კი ურჩევნიათ ყოველგვარი წვრილმანი ჯიბით ატარონ. თუმცა ზოგიერთ ძლიერი სქესის წარმომადგენელს კარგად აქვს გაანალიზებული ამ აქსესუარის აუციებლობა. ამიტომაც სპეციალურად მათთვის წარმოგიდგენთ მამაკაცის ჩანთებს, რომლებიც მოდაშია 2011 წელს.
დიზანი
მაშ ასე, კოლექცია “მამაკაცის ჩანთები 2011″ წარმოადგინეს ისეთმა ცნობილმა დიზაინერებმა როგორებიცაა: ლუის ვიტონი (Louis Vuitton), მარკ იაკობსი (Marc Jacobs), გუჩი (Gucci) და სხვა სახლებმა. მოდური ჩანთები შეკერილია ნატურალური ტყავისგან.
ძირითად ფერებად შერჩეულია ლურჯი, მუქი და ღია ყავისფერი, თეთრი ფერი. უზადოდ დახვეწილი სტილი თვალსაც ასიამოვნებს და მეტად პრაქტიკული შენაძენიცაა. ისინი მორგებულია ყველანაირი ცხოვრების რიტმზე. როგორც საოფისე, ასევე ქუჩის. დეკორატიული დეტალები ნაკლებადაა წარმოდგენილი, მაგრამ ყველა მათგანი თავისებურად ავსებს თითოეულ მოდელს, ანიჭებს მათ მკაცრ სახეს.
ძირითადად დიზაინერებმა წარმოადგინეს 3 სახის ჩანთა: ჩემოდანი, ზურგჩანთა და განახლებული პორტფელი.
ფუნქციონალობა
თუკი თქვენ მიემგზავრებით შორეულ მივლინებაში ანდაც სპორტულ ღონისძიებაზე, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ არც ისე დიდი, მაგრამ საკმაო ტევადობის სამგზავრო ჩანთა. ამ შემთხვევაში არჩევანის ორი ვარიანტია: კლასიკური ჩემოდანი მისთვის დამახასიათებელი ფორმებით და მონოქრომული მართკუთხა ჩანთა გრძელი სახელურებით.
მათთვის, ვისაც უყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე აფასებს ველოსიპედით, ან მოტოციკლით მგზავრობას, ყოველდღიურ ცხოვრებას გაუიოლებს ზურგჩანთა. შესაძლებელია იყიდოთ საშუალო ზომის ზურგჩანთა, რომელშიც თავისუფლად ჩაეტევა სხვადასხვა სახის დოკუმენტები. ან ცილინდრის ფორმის ზურგჩანთა, რომლის ტარებაც ძალზედ მოხერხებულია ზურგით ან ერთი მხრით, ხელი რომ არ შეგიშალოთ ველოსიპედით მგზავრობისას. საერთოდ ზურგჩანთა მშვენიერი არჩევანია ახალგაზრდა მამაკაცისათვის, რომელიც აფასებს კომფორტს და საკუთარი წვრილმანი ნივთების ხელთან ახლოს ქონის აუცილებლობას.
და ბოლოს, 2011 წლის გამორჩეული მოდელი – პორტფელი. ცოტაოდენ განახლებული წინა წლებთან შედარებით. ეს მოდელი ყველაზე აქტუალურია წელს თავისი ფორმებით. ოდნავ ქალის ჩანთას მოგვაგონებს, მაგრამ გარე ჯიბეების გარეშე. გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ზედმეტი დეკორატიული ელემენტების გარეშე, რასაც ნამდვილი მამაკაცები აფასებენ.











